მესაზღვრისთვის 100 დოლარის ქრთამის შეთავაზებისთვის რუსეთის მოქალაქე დააკავეს

საქართველოს პროკურატურამ ქრთამის მიცემის ფაქტზე, რუსეთის მოქალაქეს ბრალი წარუდგინა.
უწყების თანახმად რუსეთის მოქალაქემ, საქართველოში, დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საზღვრის ავტომანქანით გადმოკვეთისათვის საჭირო დოკუმენტების გარეშე შემოსვლის სანაცვლოდ, მესაზღვრე-კონტროლიორს ქრთამის სახით 100 დოლარი შესთავაზა. ბრალდებული ადგილზე დააკავეს.
“დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ქრთამის მიცემა, უკანონო ქმედების ჩასადენად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად, ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, -ნათქვამია პროკუერატურის განცადებაში. ბრალდების მხარე დაკავებულისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მანამდე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 1986 წელს დაბადებული უცხო ქვეყნის მოქალაქე ს. გ.-ს დაკავების შესახებ. უწყების მიერ გვარცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხევაში დაკავებულს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ფორუმი