მერცი უკრაინისთვის Taurus-ის რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი უკრაინისთვის Taurus-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ტელეარხ ZDF-ის ეთერში განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კანცლერმა, Taurus-ის შესახებ წამყვანის კითხვაზე პასუხის გაცემისას.

მერცმა ასევე აღნიშნა, რომ ამისთვის უკრაინელი ჯარისკაცებისთვის რამდენიმეთვიანი წვრთნა იქნება საჭირო.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით – მე თვითონაც მითქვამს – რომ Taurus-ი უკრაინაში ჯარისკაცების რამდენიმეთვიან წვრთნას მოითხოვს“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ სისტემის ექვს თვეში, ან ერთ წელიწადში გადაცემა დღეს უკრაინას არ წაადგება. ამიტომ, მისივე თქმით, ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერა ამჟამად უმჯობესდება.

მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომ სანქციებთან დაკავშირებით კანცლერმა განაცხადა: „ყველაფერი, რაც შეიძლება გაკეთდეს უსაფრთხო სამართლებრივ საფუძველზე, წარმოსადგენი და შესაძლებელია“.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს რა დაათვალიერებინეს? – გენგეგმა აჩვენესო, რა დროს გენგეგმაა? 6 წლის წინ ანაკლიაში გემები უნდა შესულიყო – ეს არის მაკეტების ხელისუფლება

მარკ რუტე: ნატო-საქართველოს ურთიერთობის შენარჩუნებას აზრი აქვს, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიც უნდა ვაღიაროთ – მოვუწოდებთ საქართველოს, პროევროპულ და მომავალზე ორიენტირებულ გზას დაუბრუნდეს, რაც ამჟამად სერიოზულ შეშფოთებას იწვევს