მერცი: სტამბოლის მოლაპარაკებები პირველი პოზიტიური სიგნალია

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა 16 მაისს, სტამბოლში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართულ მოლაპარაკებებს „პირველი, ძალიან მცირე, მაგრამ პოზიტიური სიგნალი“ უწოდა.
„ამ მიმართულებით მეტი უნდა გავაკეთოთ, განსაკუთრებით დიპლომატიური ძალისხმევის თვალსაზრისით“, – განაცხადა მერცმა – „მაგრამ ჩვენ ასევე უკიდურესად მტკიცე უნდა ვიყოთ ამ ქვეყნის სამხედრო მხარდაჭერაში.“
გერმანიის კანცლერის თქმით უკრაინის პარტნიორები ერთ აზრზე არიან: „რუსულ მხარეს ამ კვირაში კარგი შესაძლებლობა ჰქონდა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სამშვიდობო შეთანხმებაზე საწყისი მოლაპარაკებები განეხორციელებინა. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ, რომ ეს არ მოხდა“, – თქვა მან და დასძინა: „სამწუხაროდ, ჩვენს მიერ აქამდე განხორციელებული დიპლომატიური ძალისხმევა წარმატებული არ აღმოჩნდა, რადგან რუსეთს არ სურს პირველი ნაბიჯების გადადგას სწორი მიმართულებით.“
მერცმა ასევე განაცხადა, რომ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში მიმდინარე ევროპის პოლიტიკური საზოგადოების (EPC) სამიტის დროს, ის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ლიდერებთან ერთად ტელეფონით ესაუბრა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
„ჩვენ მას მუდმივად ვაცნობებთ ჩვენი მხრიდან მოლაპარაკებების მიმდინარეობის შესახებ“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა და ხაზგასმით აღნიშნა – „მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ, რათა ამერიკელები ჩვენს მხარეს იყვნენ“, – ხაზგასმით აღნიშნა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი: პატრიარქი ხშირად ახსენებდა მადლიერებას, ქრისტიანისთვის აუცილებელ და ღმერთთან დამაკავშირებელ თვისებას – ახლა, მისი ღვთივ განსვენების დროს, ვხედავთ ამ მადლიერებას მისი ხალხის თუ საერთაშორისო საზოგადოებისგან

მეფე ჩარლზ III: 2011 წელს მისი უწმინდესობის ვიზიტი და შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელისაბედ II-სთან წარმოადგენდა ჩვენს ეკლესიებსა და ხალხებს შორის არსებული თბილი და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობების ნათელ დასტურს