მერცი: მინდა, შემდეგ შეხვედრამდე ცეცხლის შეწყვეტა ვიხილოთ, გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თეთრ სახლში -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და უკრაინის პრეზიდენტ სთან შეხვედრისას თქვა, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა.
მისი თქმით, “გზა ხსნილია” რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უფრო სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.
ფრიდრიხ მერცის თქმით, დონალდ ტრამპმა ეს გზა პარასკევს, ალასკაში ს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გახსნა.
“გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს, რომ შემდეგ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტა და განახლებული ინფორმაცია ვიხილოთ. ვერ წარმომიდგენია, რომ შემდეგი შეხვედრა მოხდება ცეცხლის შეწყვეტის გარეშე. ასე რომ, ვიმუშაოთ ამაზე და ვეცადოთ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რადგან ამ ძალისხმევის სანდოობა, ის ძალისხმევა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, დამოკიდებულია სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებიდანვე ცეცხლის შეწყვეტაზე… მინდა, ცეცხლის შეწყვეტა ვიხილო შემდეგი შეხვედრიდან, რომელიც უნდა იყოს სამმხრივი შეხვედრა”, – თქვა გერმანიის კანცლერმა.
შეხვედრის დაწყებამდე, დონალდ ტრამპს საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რომელმაც შეხვედრა “საუკეთესო საუბრად” შეაფასა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ “უფრო საუკეთესო შეხვედრა” შემდეგში ელით.