“მერობას ვაპირებ და ვაპირებ, რომ დაგამარცხოთ ყველა რადიკალური დაჯგუფება” – რას ამბობს კალაძე

თბი­ლი­სის მერ­მა, კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ თბილისის მერობას კიდევ აპირებს, რათა “რადიკალები დაამარცხოს.”

მი­სი­ვე თქმით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ოპო­ზი­ცია გა­ერ­თი­ან­დე­ბა თუ არა, “არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს“.

“გა­ერ­თი­ან­დე­ბა ოპო­ზი­ცია თუ დაშ­ლი­ლე­ბი იქ­ნე­ბა, ამას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რამ­დე­ნი­მე თვის წინ ვის­მენ­დით რა­დი­კა­ლურ გან­ცხა­დე­ბებს, რომ ისი­ნი, არ­ცერ­თი არ მი­ი­ღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ად­გი­ლობ­რივ თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში. გა­იხ­სე­ნეთ გან­ცხა­დე­ბე­ბი აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ყო­ველ­თვის ვამ­ბობ­დით და დღე­საც ვი­მე­ო­რებთ, რომ რა­საც უბ­რძა­ნე­ბენ გა­რე­დან, რა­საც ეტყვი­ან, და­ა­ვა­ლე­ბენ, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. ხომ ჰქონ­დათ პრინ­ცი­პუ­ლი პო­ზი­ცია, რომ არ მი­ი­ღებ­დნენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას არ­ჩევ­ნებ­ში.

აი, ძა­ლი­ან მალე მოვა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბი და ვნა­ხავთ, მი­ი­ღე­ბენ თუ არა მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს არის ადა­მი­ა­ნე­ბის დაჯ­გუ­ფე­ბა, რო­მელ­საც არა­ნა­ი­რი პრინ­ცი­პე­ბი არ გა­აჩ­ნი­ათ. რო­დე­საც ხარ აგენ­ტი, შენ არ ეკუთ­ვნი არც სა­კუ­თარ თავს, არც სა­კუ­თარ ოჯახს და არც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას. ისი­ნი ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან კონ­კრე­ტულ პატ­რო­ნებს გა­რე­დან. შე­სა­ბა­მი­სად, რა­საც უბ­რძა­ნე­ბენ, ეტყვი­ან, იმას გა­ა­კე­თე­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს გუნდს, ჩვენ მზა­დე­ბა სა­არ­ჩევ­ნოდ და­წყე­ბუ­ლი გვაქვს“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, აპი­რებს თუ არა თა­ვად კა­ლა­ძე, დარ­ჩეს მე­რო­ბის კან­დი­და­ტად, აღ­ნიშ­ნა, რომ კი.

“მე­რო­ბას ვა­პი­რებ და ვა­პი­რებ, რომ და­გა­მარ­ცხოთ ყვე­ლა ის რა­დი­კა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა, ვინც ხართ. და­გა­მარ­ცხებთ და ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად მო­გი­ჩენთ შე­სა­ბა­მის ად­გილს, რაც არის თქვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა”,- გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

კა­ლა­ძის თქმით­ვე, ოპო­ზი­ცია მი­ი­ღებს თუ არა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას „არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს“

“გა­მოთ­ქვეს ვი­თომ მზად­ყოფ­ნა, რომ შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სი წა­ვარ­თვა­თო. მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და ვინ რას წა­არ­თმევს, მა­გას ვნა­ხავთ“,- აღ­ნიშ­ნა კა­ლა­ძემ.