მერიის შემდეგ, “რეორგანიზაცია“ თბილისის საბავშვო ბაღებშიც გამოცხადდა

თბილისის მერიის შემდეგ, რეორგანიზაცია საბავშვო ბაღებშიც ცხადდება. შესაბამისი ბრძანება ბაღის თანამშრომლებმა, მათ შორის აღმზრდელებმა, 20 მარტს მიიღეს.

ეცნობოს […] ყველა თანამშრომელს ორგანიზაციული ცვლილებების დაწყების გამო სამსახურიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ“, – წერია ბრძანებაში.

როგორც ცნობილია, თბილისის საბავშვო ბაღები დედაქალაქის მერიის დაქვემდებარებაშია. უწყების პრესსამსახურში “რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ რეორგანიზაცია არამარტო საბავშვო ბაღების გაერთიანებაში, არამედ თბილისის მერიის დაქვემდებარებულ ყველა უწყებაშია გამოცხადებული.

“არანაირი პოლიტიკური ნიშნით რაიმე ცვლილება“ – უთხრეს “რადიო თავისუფლებას“ ბაღების გაერთიანებაში.

თბილისის მერიაში რეორგანიზაცია ბოლო რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ახალი მუხლი ემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ“ – აღნიშნული ქმედება გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 600 საათამდე ან პატიმრობას 3 წლამდე ვადით

ვახტანგ ძაბირაძე: ის, რაც ქალბატონმა მაკა ბოჭორიშვილმა ილაპარაკა, ეს არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელმა, არამედ ნებისმიერმა ქართველმა სადმე შეიძლება თქვას. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს კარგი გეოგრაფია აქვს და ასე შემდეგ