მერიის თანამშრომელმა $16 ათასი აიღო სახელმწიფოს მიწის ნაკვეთის დასარეგისტრირებლად – „ფინანსური პოლიცია“

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იუწყება, რომ დაკავებულია თბილისის მერიის ინსპექტირების, შრომის უსაფრთხოების ორგანიზებისა და მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი.
ჯერ მისი ვინაობა დაუზუსტებელია – მისი ინიციალებია მ.გ.
გამოძიების ვერსიით, ის მოქალაქეს დაჰპირდა სახელმწიფოს, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 1000 კვ/მ მიწის ნაკვეთის დარეგისტრირებას;
ამაში მან მოითხოვა და მოქალაქეს გამოართვა 16 000 დოლარი, – „რა დროსაც მოხდა მისი დაკავება“.
მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„ფინანსური პოლიცია“ წერს, რომ საქმეზე აქტიურად გრძელდება გამოძიება „დანაშაულში თანამონაწილე სხვა პირთა დადგენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით“.
ფორუმი