მერია 726 ცალი საპარკე სკამის შეძენას გეგმავს – 399 300 ლარიანი ტენდერი უკვე გამოცხადებულია

თბილისის მერია საპარკე სკამების შესაძენად ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 29 მარტს დაიწყება და 1-ელ აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 399 300 ლარია. რაოდენობა 726 ცალი. აქედან 50 ცალი „თბილისი“-ს წარწერის მქონე თუჯის საპარკე სკამი. 250 ცალი ხის დასაჯდომით ლითონის საპარკე სკამი, 376 რკალისებრი სახელურით საპარკე სკამი, 50 ლითონის საპარკე სკამი.
საქონლის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 2024 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, ეტაპობრივად, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად, შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა შეადგენს მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან 2 (ორი) წელს.