თბილისის მერია მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარების ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმე სუბიექტებისთვის დამატებული ღირებულების შექმნის ხელშეწყობას – ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კალაძემ თქვა, პროგრამის ბენეფიციარები იქნებიან იურიდიული და ფიზიკური პირები, რომელთა წლიური ბრუნვა არ აღემატება 500 000 ლარს.
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის ახალ პროგრამას ვიწყებთ. ეს ინიციატივა იმ მეწარმეებისთვისაა, რომლებსაც არ ჰქონდათ საკმარისი ფინანსური რესურსი საკუთარი საქმიანობის გასაფართოებლად. დაფინანსება დაეხმარებათ მათ ტექნიკური აღჭურვილობის შეძენაში, წარმოების პროცესების გაუმჯობესებასა და დასაქმების ზრდაში“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მერის განმარტებით, პროგრამა დაფარავს როგორც წარმოებისთვის საჭირო ტექნოლოგიების, მანქანა-დანადგარების შეძენას, ასევე იმ რესურსებს, რომლებიც პროდუქტის გადამუშავებას და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას ემსახურება.
პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 ლარია. თანამონაწილეობის პროპორცია შემდეგნაირად განისაზღვრა:
