მერია: კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება

თბილისის მერიის განცხადებით, მოსული ნალექის გამო, დედაქალაქში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. კერძოდ, უწყება აცხადებს, რომ კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.

გავრცელებულ განცხადებაში მერია ასევე აღნიშნავს, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილს სხვა დასახლებებშიც დაყრის.
თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, შეგიძლიათ, დარეკოთ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 272 22 22.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია – ეკატერინბურგში აზერბაიჯანული დიასპორის ლიდერი, შაჰინ შიხლინსკი დააკავეს, მას მანქანის ფანჯარა ჩაუმტვრიეს, გადმოათრიეს და ხელბორკილი დაადეს – რუსმა ძალოვანებმა დააკავეს ბიზნესმენი იუსუფ ხალილოვიც

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ,“ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად