მერიაში ადასტურებენ, რომ დოლიძეზე გაფიცულებს მათი თანამშრომლებიც დაუპირისპირდნენ, “თუმცა მათ არ დაუწყიათ”

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, გუშინ, 15 იანვარს, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად თბილისის მერიის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ.
მედიის ცნობით, მოძალადე ჯგუფთან ერთად, სავარაუდოდ იმყოფებოდნენ:
· თბილისის მერიის თანამშრომელი – თენგიზ ფოფხაძე
· თბილისის მერიის თანამშრომელი – ლუკა ბერბიჭაშვილი
· თბილისის მერიის თანამშრომელი – გია ზაქარაია
· თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი – დავით დოლიძე
თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ ინციდენტში სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, თუმცა ამბობენ, რომ დაპირისპირება მათ არ დაუწყიათ.
„კონფლიქტი მოხდა სააგენტოს ოფისთან და ინიციატივა ჩვენი თანამშრომლების მხრიდან არ ყოფილა“, – განუცხადეს ნეტგაზეთს თბილისის მერიაში.
გუშინ, 15 იანვარს, საყოველთაო გაფიცვის დროს გავრცელდა ცნობა და კადრები, რომ დოლიძის ქუჩაზე გაფიცულებს ჯერ კვერცხები ესროლეს შემდეგ კი ორგანიზებული ჯგუფი დაესხა თავს და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
ფოტო: „ტვ პირველი“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა