მერიას 100 ახალი ავტომობილის შეძენა სურს – ტენდერის ღირებულებაა 7 412 300 ლარი

თბილისი მერია მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შესასყიდად ტენდერს აცხადებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიას 100 ახალი ავტომობილის შეძენა სურს.

ელექტრონული (აუქციონის გარეშე) ტენდერის ღირებულებაა 7 412 300 ლარი.

მერიის მოთხოვნის მიხედვით, მანქანები გამოშვებული უნდა იყოს 2025 წელს და თითოეული მანქანის გარბენი არ უნდა აღემატებოდეს 50 კილომეტრს, ხოლო მისი ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

ასევე დაგაინტერესებთ

საქართველოს გააზრებული და პრინციპული საგარეო პოლიტიკის წყალობით, ჩვენი ქვეყანა დღეს რეგიონში სტაბილურობისა და პროგრესის თვალსაზრისით წამყვანი სახელმწიფოა და ამაში ქართველი დიპლომატების წვლილი განსაკუთრებულია – ირაკლი კობახიძე