“მერიამ 1000-მდე კრიტიკული ლოკაციიდან საპარკინგე სივრცე მხოლოდ 120 წერტილზე გამოგვიყო” – ლაშა რიჟამაძე

“მერიამ 1000-მდე კრიტიკული ლოკაციიდან საპარკინგე სივრცე მხოლოდ 120 წერილზე გამოგვიყო” – ამის შესახებ bm.ge-ს დისტრიბუტორთან ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, ლაშა რიჟამაძემ ისაუბრა.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის ბოლოს, თბილისის მუნიციპალიტეტის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა სადისტრიბუციო ავტომანქანებისთვის საპარკინგე ადგილების მოწყობა დააანონსა. როგორც მაშინ აღნიშნავდა, „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციასთან“ თანამშრომლობით, დედაქალაქში განისაზღვრა 550-ზე მეტი სპეციალური ადგილი, რომელიც სამეწარმეო და მიწოდების სერვისისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების პარკინგს დაეთმობოდა.