მერიამ “ჭკვიანი ურნების” შესაძენად გამოცხადებული 10-მილიონიანი ტენდერი გააუქმა

0-მილიონიანი ტენდერი, რომელიც შპს თბილსერვისჯგუფს ე.წ ჭკვიანი ნაგვის ურნების შესაძენად ჰქონდა გამოცხადებული, არ შედგა. ტენდერის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება სატენდერო კომისიამ 6 თებერვალს მიიღო.
შესყიდვა 29 იანვარს გამოცხადდა და წინადადებების მიღება 27 თებერვალი- 4 მარტი პერიოდში იყო დაგეგმილი. ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციის თანახმად უნდა მომხდარიყო 214 ცალი მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის (ბეტონის ბუნკერით) და 214 – ავსების სენსორის შესყიდვა.
შპს თბილსერვისჯგუფის 100%-ის მფლობელი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტია.
2023 წლის მაისში 200 ცალი, ხოლო ივლისში 70 ცალი ჭკვიანი ურნის შესაძენად 10 და 3.4 მილიონიანი ხელშეკრულებები ჯი-თი გრუპ-თან გაფორმდა. ჯი-თი გრუპი ქართული ოცნების მხვილი შემომწირველია. მის მეწილეებს ოლიგარქის პარტიისთვის 120 000 ლარი აქვთ შეწირული. ამ ფონზე კი სახელწიფო შესყიდვებში 200 მილიონის ტენდერები აქვთ მოგებული, პირდაპირი კონტრაქტებით 37 მილიონი, კონსოლიდირებული შესყიდვებით კი 163 მილიონი აქვთ მიღებული. 2020 წლამდე ჯი-თი გრუპის გენერალური დირექტორი იყო ლევან გოგსაძე, რომელიც ქართული ოცნების წევრ ბაჩო ოდიშარიას ქვისლია.
2019 წლის დეკემბერში თბილსერვისჯგუფმა კომპანიისგან 3.3 მილიონი ლარის ღირებულების ურნები გამარტივებული წესით შეისყიდა.
“ჯი-თი გრუპ” დაარსებულია 2005 წელს.
კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:
GT- Motors ltd – მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;
Kolkhi Group ltd – სამშენებლო მასალების იმპორტი;
Europroduct ltd – საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);
GT Enologica – ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).
არც “ჯი თი გრუპი” და არც მისი შვილობილი კომპანიები თავისუფალი ბიზნესების განცხადებას არ შეერთებიან.
წყარო: მთავარი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია

სალომე სიმონია: ოცნების დეპუტატს, ზვიადაურსაც 50 000 ლარიანი გირაო შეუფარდეს, რომელმაც 27 წლის ბიჭი სიცოცხლეს გამოასალმა. ღირსეულ ექიმს, მაია კოხტაშვილს, რომელსაც პროვოკაცია მოუწყვეს და ისე დააკავეს, მასაც – 50 000 ლარი