მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გააფორმა

ამ წუთის მონაცემებით, უკვე 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია – ესენია: კომპანია „ენკო“, „პარმა“, „ჯეო გრუპი” და „ბლექ სი გრუპი”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ოთხ კომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კომპანიები უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და აქტიურად მიმდინარეობს.
„გუშინ გითხარით, რომ მიმდინარეობდა ბაზრის კვლევის ეტაპი, ეს დოკუმენტაცია გადაეგზავნა რამდენიმე კომპანიას, აქედან ოთხმა კომპანიამ გამოთქვა მზაობა, რომ წერეთლის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობა მიეღო. გავიარეთ ამ ოთხი კომპანიის დოკუმენტაცია და ამ წუთის მონაცემებით, უკვე ამ 4 კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმებულია. ესენია: კომპანია „ენკო”, „პარმა”, „ჯეო გრუპი” და „ბლექ სი გრუპი”. როგორც გითხარით, უკვე ჩაერთნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებში და მიმდინარეობს აქტიურად”, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.