შპს კორტებს თბილისის მერიამ დაკისრებული პირგასამტეხლო ჩამოაწერა.
საკრებულოს შესაბამისი განკარგულება 26 დეკემბერს გამოქვეყნდა.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ – ქონების მართვის სააგენტოსა და შპს „კორტებს“ (ს/ნ. 405493194) შორის 2021 წლის 10 დეკემბერს დადებულ „უძრავი ქონების ნასყიდობის პირობებიან ხელშეკრულებაში“ ცვლილებების შეტანისა და დაკისრებული პირგასამტეხლოსგან შპს „კორტების“ გათავისუფლების საკითხის შეთანხმების თაობაზე (საკრებულოს №12-0325358152-03 24.12.2025)“, – წერია განკარგულებაში.
ცნობისთვის, თბილისის მერიის განმარტებით, მშენებელი კომპანია თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ, უსაფრთხოების ნორმების დარღვევის მუხლით, გასულ წელს 30 000 ლარით დააჯარიმა.




