მერიამ „ურბანული წესრიგის დაცვის მიზნით“ „მოტოინსპექცია“ შექმნა

თბილისის მერი აცხადებს, რომ შეიქმნა „მოტოინსპექცია“, რომლის მიზანიც დედაქალაქში „ურბანული წესრიგის დაცვაა“. მერის თქმითვე, უკვე შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი.
კალაძემ დღეს დილას, 23 ივლისს, მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი გუნდის პრიორიტეტია „ურბანული წესრიგის დაცვა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება“.
დედაქალაქის მერმა განაცხადა, რომ მოტოინსპექცია გააკონტროლებს თბილისის „იერსახისა და გარემოს დანაგვიანებას და აკუსტიკურ ხმაურს“ და ექნება „ოპერატიული რეაგირება“ სამშენებლო და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
„პროექტის მიზანია, ისტორიულ და ტურისტულ ზონებში, ცენტრალურ მოედნებსა და გამზირებზე ეფექტურად მართოს ურბანული წესრიგი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები“, – განაცხადა მ.
მისი ცნობითვე, უკვე შესყიდულია 20 ერთეული ტრიციკლი. კალაძეს ფასი არ დაუსახელებია
„ტრიციკლები ძალიან ეფექტურია ურბანულ სივრცეში გადაადგილებისთვის“, – თქვა მან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – ჩემი ამოცანაა, ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ – ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ მოვიგებთ, როგორც თბილისი ვერ გახდება აშხაბადი, ისე ეს ქვეყანა ვერ გარუსდება – ერთობის გარეშე არაფერი გამოვა

ლევან ცუცქირიძე – საქართველოში უნდა მოვიდეს დრო, როცა მეგობრებსა და კოლეგებს ციხის კარებთან კი არ შევხვდებით, არამედ დემოკრატიულ არჩევნებზე – მათ, ვინც პოლიტიკოსები გამოამწყვდია ციხეში, პასუხი უნდა აგონ

იულია სვირიდენკო – უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, გადამწყვეტი ნაბიჯია – ეკონომიკური სტაბილურობა უსაფრთხოების წინაპირობაა, როგორც უკრაინისთვის, ასევე, ევროპისთვის