თბილისის მერიამ ახალგაზრდებსა და სტუდენტებს 9 აპრილის ბაღში ტექნიკის შეტანისა და საზეიმო კონცერტის გამართვის საშუალება არ მისცა. ამის შესებ “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი”, სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ ჩაჩანიძე საუბრობს.
“…ეს ჩაიშალა. მერიამ არ მისცა ტექნიკურად ამის საშუალება იმის რომ ჩაეტარებინათ კონცერტი, რაც რამდენიმე დღით ადრე ჰქონდათ შეტანილი სტუდენტური ორგანიზაცია იყო და რამდენიმე დღით ადრე დაიწყეს ადამიანებმა, მათ შორის მერიასთანაც. ოფიციალურად შეიტანეს…” – ამბობს ჩაჩანიძე.
აქციის ორგანიზატორის თქმით, ღონისძიებაზე იგეგმებოდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლაც.
“გაიღვიძე ევროკავშირში” – ახალგზრდები და სტუდენტები 9 აპრილის ბაღში ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას აღსანიშნავად იკრიბებოდნენ.