მერიამ ვაგზლის ბაზრობაზე ხანძრით დაზარალებულებისთვის ჯამში 1 687 000 ლარი გამოყო

თბილისის მერია ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე არსებულ ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის გამო დაზარალებულ მოვაჭრეებს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას გამოუყოფს, რომლის ჯამური რაოდენობაც 1 687 000 ლარია – მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის მითითებული, რამდენი ადამიანი მიიღებს დახმარებას ამ თანხიდან.
“ამჯერად მიმდინარეობს სადემონტაჟო სამუშაოები, რათა ამ ადამიანებმა რაც შეიძლება მალე შეძლონ თავიანთი საქმიანობის გაგრძელება”, – თქვა თბილისის მერმა მ თბილისის მთავრობის სხდომაზე.
ხანძარი ე.წ. ბორჯომის ვაგზლის ტერიტორიაზე, რომელმაც დაახლოებით 15 ათასი კვადრატული მეტრი გაანადგურა, 2025 წლის 30 აპრილს გაჩნდა. ხანძრის შედეგად თითქმის სრულად დაიწვა ბაზარში მოვაჭრეთა ქონება და პროდუქცია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მათიკაშვილი – შეიძლება გინახავთ, მაგალითად, აშშ-ში სასამართლოზე ნახატებს აკეთებენ, იმიტომ, რომ გადაღება არ ხდება – ჩვენ მივდივართ დემოკრატიული განვითარების გზით და დემოკრატიული, წამყვანი ქვეყნებიდან ვიღებთ მაგალითებს