მერიამ არ გაითვალისწინა ჩვენი შენიშვნები, არ აქვს შეცვლილი პოზიცია და ხედვა – საკრებულოს წევრი ენმ-დან რუსთავის 2024 წლის ბიუჯეტზე

რუსთავის საკრებულო დღეს 2024 წლის ბიუჯეტს განიხილავს. ოპოზიცია, რომელიც საკრებულოში უმრავლესობით არის წარმოდგენილი, პროექტს მხარს არ დაუჭერს. პარტიები თვლიან, რომ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში, პრიორიტეტები არასწორად არის გადანაწილებული.
უმრავლესობა კი ამბობს, რომ ბრალდებები აბსურდულია, პარამეტრები მორგებულია ქალაქის საჭიროებებს, ოპოზიცია კი დესტაბილიზაციის შექმნას ცდილობს. ბიუჯეტი წელს 112 753 000 ლარია.
რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ალეკო ბერიძის განცხადებით, მერიის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტი შენიშვნებით უკან დაუბრუნდა მერიას თუმცა, ისინი შენიშვნების გათვალისწინებას და პოზიციის შეცვლას ჯიუტად არ აპირებენ.
“ის ბიუჯეტი, რაც მერიის მხრიდან იყო წარმოდგენილი, ჩვენ დავაბრუნეთ უკან შენიშვნებით. მერიამ არ გაითვალისწინა ეს შენიშვნები, არ აქვს შეცვლილი პოზიცია და ხედვა. ეს შენიშვნები ეხება, სოციალურ პროგრამებს, ინფრასტრუქტურულ პროგრამებს, განათლების პროგრამებს და წარმოდგენილია სხვადასხვა მიმართულება. ამ ბიუჯეტის არ მიღება, არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტი არის ერთჯერადი აქტი. ბიუჯეტში 10 ცვლილებაზე მეტი გვაქვს გაკეთებული. მატის თვემდე, საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, შესაძლებელია, რომ საკრებულომ მიიღოს იგივე ბიუჯეტი ან ის ბიუჯეტი, რომელიც ცვლილებებით არის წარდგენილი”, – განაცხადა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ალეკო ბერიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავიდანვე შეცდომად მიმაჩნდა პარლამენტის შენობაში შტაბი რომ შედგა, [გახარია] აქვე ეპატიჟებოდა დეპუტატებს და გერმანიის ელჩი ჰყავდა ფარად რამე რომ მომხდარიყო – მე მივაწერდი მის არაკომპეტენტურობას, რა მოხდებოდა მას გააზრებული ჰქონდა?! – არა, იმიტომ რომ „ვენის კონვენცია“ წაკითხული არ ჰქონდა

პირველი დახვრეტა ჩვენთვის ის იყო, რომ უდანაშაულო შვილი დამიხვრიტეს, მეორე დახვრეტა ის იყო, რომ შპიონაჟი დასწამეს, მესამე დახვრეტა ის იყო, რომ სააკაშვილი უკრაინიდან თავზე ლაფს გვასხამდა, შამათავა გმირია, ციხეში რატომ უნდა იჯდესო – ამ ამბავს გადაჰყვა ჩემი მეუღლეც, ნასახლარს ჰგავს ჩემი სახლიც

სროლა რომ დაიწყო სოზარ სუბარი შეშლილი სახით შემოვარდა და [გახარიას] უთხრა რას შვრები, რა უბედურებააო, რაზეც მან აგდებულად უპასუხა „ოპო ტელევიზიები“ ძველ კადრებს ატრიალებენო. იქ ისეთი ხალისიანი განწყობა ჰქონდა, არ ეტყობოდა რომ რამეზე დარდობდა გარეთ