“მერე რომ გადასულიყვნენ, ყველა გამსვლელ სიაში ვერ იქნებოდა” – რატომ არ ჩასვა ივანიშვილმა სიაში ოდიშარია? – მდინარაძის კომენტარი

რატომ არ ჩასვა ბიძინა ივანიშვილმა “ოცნების” სიაში არჩილ თალაკვაძე და ? – უმრავლესობის ლიდერი, ირწმუნება, რომ ორივე დასახელებულ დეპუტატთან აღმასრულებელ რგოლში გადასაყვანად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ამის შესახებ მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი.
მდინარაძე ასევე საუბრობს ხატია წილოსანზე, რომელიც 170 კაციან სიაში ასევე არ მოხვდა და ამტკიცებს, რომ წილოსანს პირადად პრემიერ კობახიძისგან ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეთავაზება.
ერთადერთი დეპუტატი, რომელსაც, უმრავლესობის ლიდერის მტკიცებით, სიაში მოხვედრა თავად არ სურდა, ელგუჯა გოცირიძეა.
საერთო ჯამში, მდიდარაძის თქმით, “ოცნების” სიაში მმართველი გუნდის 14 წევრი ვერ მოხვდა.
არჩილ თალაკვაძე არ არის სიაში. თალაკვაძის და სხვების არყოფნის მიზეზი არის ერთადერთი, დღევანდელი უმრავლესობიდან 14 წევრი არ არის სიაში – ლევან მგალობლიშვილიც არ არის. სულ ერთი ან ორი ადამიანი არის ისეთი, რომლებთანაც კონსულტაცია მათივე ნებით არ მიმდინარეობს აღმასრულებელ რგოლებში ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე. არჩილ თალაკვაძესთან ძალიან სერიოზულ თემაზე მიმდინარეობს კონსულტაციები, რისი თქმის უფლებაც ჯერჯერობით, სანამ შეთანხმება არ მოხდება, ბუნებრივია არ მაქვს. ასევე არიან სხვა ადამიანები, მაგალითად, ბექა ოდიშარიასთან ასეთი კონსულტაციები კონკრეტულ მიმართულებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ხატია წილოსანისადმი პრემიერის შეთავაზება იყო ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დიპლომატიურ სამსახურში. გამსვლელ სიაში რომ ყოფილიყო ყველა ის ადამიანი და მერე არ გადასულიყვნენ, მერე რომ გადასულიყვნენ, ყველა გამსვლელ სიაში ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ისინი ყველა მათგანი ჩაამთავრებენ ამ მოწვევის პარლამენტს და ამის შემდეგ გადაინაცვლებენ აღმასრულებელ ორგანოებში, სხვადასხვა, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციებზე”, – განაცხადა მდინარაძემ.
“ოცნების” პარტიული სია ცნობილია. არჩილ თალაკვაძე “ოცნების” სიაში ვერ მოხვდა. “ქართულმა ოცნებამ” საარჩევნო სიის მიღმა დატოვა დატოვა ასევე რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები: ბექა ოდიშარია, კახი კახიშვილი, ელგუჯა გოცირიძე, ლევან მგალობლიშვილი და ხატია წილოსანი.
სიაში ვერ მოხვდა ლევან კობიაშვილიც.

ასევე დაგაინტერესებთ