მერე მეორე წერილიც დავწერეთ, უბრალოდ არ ვიცით – ვის გადავუგზავნოთ ეს წერილი და ვის მივმართოთ. არაა გამორიცხული, რომ „ჩაკრულოსთან” ერთად ორბიტაზე გავუშვათ

მერე მეორე წერილიც დავწერეთ, უბრალოდ არ ვიცით – ვის გადავუგზავნოთ ეს წერილი და ვის მივმართოთ. არაა გამორიცხული, რომ „ჩაკრულოსთან” ერთად ორბიტაზე გავუშვათ
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება ოპოზიციის მიერ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისათვის მიწერილ წერილს, რომელიც რადიკალები ითხოვენ არ აღიარონ საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა და ქართული დელეგაციას შეუწყდეს უფლებამოსილება.
დავით ქართველიშვილი წერს, რომ გაეროს გენერალური მდივნის მიერ ხელისუფლებისადმი გამოგზავნილი მოლოცვის შემდეგ, ოპოზიციას მსგავსი წერილების ადრესატები ფაქტობრივად აღარ რჩება და არაა გამორიცხული, პეტიციები „ჩაკრულოსთან” ერთად ორბიტაზე გაუშვან.
„მერე მეორე წერილიც დავწერეთ, რომ არაღიარებული პრეზიდენტის და არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრის ამღიარებელი გაეროს გენერალური მდივანი თავის გაეროთი და მასში გაერთიანებულ ქვეყნებთან ერთად ასევე არაღიარებულად და არალეგიტიმურად რომ ცნონ, უბრალოდ არ ვიცით – ვის გადავუგზავნოთ ეს წერილი და ვის მივმართოთ. არაა გამორიცხული, რომ „ჩაკრულოსთან” ერთად ორბიტაზე გავუშვათ. ვაშინგტონში მყოფ სალომე ზურაბიშვილს ამის შესახებ უკვე ჰქონდა შეხვედრა NASA-ს ხელმძღვანელობასთან. გრიგოლ გეგელიამ ასევე გამოთქვა მზაობა – პირადად ჩაიტანოს (თუ აიტანოს?) ეს წერილი ორბიტაზე”… წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც „დანოსებს“ აგზავნიან, სხვადასხვა თანამდებობის პირს ათას ტყუილ ინფორმაციას აწვდიან, ამავდროულად მათ ერთი ვაი-ვიში აქვთ ატეხილი, რომ დავალებების შესრულება არ გამოსდით