,, მერე დაიწყებენ სახის ხოკვას და მოთქმას ფეისბუკში: “რა გვეშველება?” რა უნდა გეშველოთ…” – ზვიად ტომარაძე

,,ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
,,1897 წელს, თბილისის საქალაქო არჩევნებში ილია ჭავჭავაძე დამარცხდა. აკაკი წერეთელმა არჩევნები წააგო მშობლიურ საჩხერეში, ზესტაფონელ ხუსკივაძესთან, მეღვინესთან, რომელიც უფასოდ ურიგებდა სასმელს ამომრჩეველს. დამოუკიდებელი საქართველოს პირველ არჩევნებში დეპუტატობაზე კენჭს იყრიდნენ ივანე ჯავახიშვილი და კოტე აფხაზი, მაგრამ ქართველებმა ნოე ჟორს და სოციალ-დემოკრატებს მისცეს ხმა…
ახლაც იგივე მოხდება, ვინც კ–ტერორი მოუწყო ან ტერორს მხარს უჭერდა, ისევ იმათ მისცემს ხალხი ხმას… რა ისევ იმ რესტორნებში არ დადიან ვინც კარები დაუკეტა და მწვანე პასპორტის გარეშე არ უშვებდა, ისევ იმ კოკა–კოლას არ ყიდულობენ ვისი მფლობელიც სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვდა? მერე დაიწყებენ სახის ხოკვას და მოთქმას ფეისბუკში: “რა გვეშველება?” რა უნდა გეშველოთ, რასაც იმსახურებთ, ზუსტად ის რეალობა გაქვთ!”

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება