მერეტი “ნაპოლის” 5-6 კვირა ვერ დაეხმარება

“კორიერე დელო სპორტის” ცნობით, “ნაპოლის” მეკარის ალექს მერეტის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვარაუდობდნენ.
მერეტმა პინეტა-გრანდეს კლინიკაში გამოკვლევა გაიარა და დაუდგინდა, რომ ნახევრადმემბრანული კუნთის დაზიანების გამო 5-6 კვირა უქმობა მოუწევს.
ასე რომ, ის ისევე როგორც აფრიკის თასზე საასპარეზოდ გამგზავრებული ზამბო ანგისა და ვიქტორ ოსიმენი მომავალ მნიშვნელოვან მატჩებში გუნდს ვერ დაეხმარება.