მერამდენე ბოთლის სროლაა დასჯადი? – მემანიშვილის “უცნაური” კომენტარი

თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა TV პირველთან, ოცნების ოფისიდან ნასროლ ბოთლებზე ამბობს, რომ “ბოთლი პირველად არ მოხვედრია.”
ამავე ინტერვიუდან გაირკვა, რომ კაცი, რომელმაც პოლიციელზე იძალადა, ისევ თავისუფალია.თუმცა, 8 სექტემბერს ეს არ იყო პოლიციაზე ძალადობის ერთადერთი შემთხვევა.
შესაძლოა, მემანიშვილს ჰგონია, რომ მხოლოდ ის უნდა დასაჯოს, ვინც პირველი ესვრის ბოთლს?
“დაკავება ვერ მოხერხდა. … ბოთლი პირველად კი არ მომხვედრია და დაზიანება არ მიმიღია, უამრავ შემთხვევაზე ვარ ნამყოფი, პოლიციელი ვარ” , – ამბობს იგი.