“მერაბ ჯანგველაძე გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადება” – ლაშა ბერულავა

ფოტოკოლაჟი – ნუგზარ მეტრეველი

ჟურნალისტი, ლაშა ბერულავა:

მოსაზრება:
დაშვების დონეზე რომ გავაკეთოთ მოკლე ანალიზი, ფაქტია რომ ჯანგველაძის მკვლელობამ ცელი გამოუსვა ბიძინას ძალაუფლებას.

West coast/ზაპადნიკები (ტარო Team) VS East coast/ პრორუსები (შაქრო მალადოი Team) დაპირისპირება სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ფაზაში შევიდა და ფსონებიც არნახულად გაზრდილია.

არ დაგავიწყდეთ, რომ მერაბ ჯანგველაძე ისედაც კბილებს ილესავს რახანია East coast-ზე და ახლა ლევანის მკვლელობამ და მასში ფარცხალაძის ჩართულობამ ხომ საერთოდ გაუხსნა ხელ-ფეხი, თუმცა, არ ჩქარობს და ისე ჩანს, რომ გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადება.

ფარცხალაძის უშუალო ჩართულობა ჯანგველაძის საქმეში მორალურ საყრდენს აცლის East coast ძალაუფლებას და ავტორიტეტს. არადა 13 წლის განმავლობაში East coast იყო ოლიგარქის მთავარი საყრდენი.

ამ მოცემულობით, ბიძინას და West coast კერძო ინტერესები იკვეთება.

თუ გავითვალისწინებთ ბიძინას ჩმორულ ხასიათს, რომელიც ძალიან კარგად იცნობს კრიმინალური სამყაროს ქცევით მოდელებს, საერთოდ არაა გასაკვირი, უკვე გაყიდული ქონდეს საკუთარი უსაფრთხოება და ხელშეუხებლობის გარანტიების სანაცვლოდ ემზადებოდეს ძალაუფლების გადაბარებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

ნოდარ ხარშილაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებებზე – რამდენიც არ უნდა უხაროდეთ და გიორგი გახარიას აბრალონ, მაშინ ხელისუფლებაში მათი პარტია იყო

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 15 პირის საქმის პროკურორი არ გამორიცხავს, რომ თუ ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და მტკიცებულებებს უდავოდ ცნობენ, შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს