მერაბ მეტრეველი: ხვდებით მაინც, რა ქვეყანას აშენებენ ქოცები? მეწარმემ ხელისუფლებას უნდა კითხოს, პოლიტიკურად იაქტიურებს თუ არა. თან უტიფრად რომ იმეორებენ ბიზნესი თავისუფალიაო

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
თავიდან “ოცნება” ხალხს ეუბნებიდა, ეს ახალი გამკაცრებული კანონები მარტო ენჯეოების და დასაველთის აგენტების წინააღმდეგ გვინდა, თქვენ არ იდარდოთ, სხვებს არაფერი შეგეხებათო.
დღეს კი ირკვევა, რომ ყველა ბიზნესმენს, ყველა მწერამეს მსხვილს, თუ მცირეს პოლიტკურ აქტივობას უკრძალავენ. თუ მაინც იაქტიურებს, ჯერ ჯარიმა დაეკისრება და მერე ციხეში წავა.
„მიზანია ის, რომ მეწარმემ ის საქმე აკეთოს, რისთვისაც კონკრეტული იურიდიული პირია შექმნილი – შესაბამისად, დაკავდეს ბიზნესით და იყოს მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენ ბიზნესის თავისუფლებაში არ ვერევით – პირიქით, ვამაყობთ და ცალსახად ვაცხადებთ, რომ ბიზნესის თავისუფლება ჩვენი გუნდის მონაპოვარია.” – განაცხადა დღეს “ოცნების” ახალმა ვარსკვლავმა ვინმე, გორდულაძემ.
ვინ ეკითხება ხელისუფლებას, მეწარმე თავის რესურსს საით მიმართავს? პოლიტიკით დაკავდება, თუ ცხენოსნობით, ეს რა ხელისიფლების საქმეა?
ხვდებით მაინც, რა ქვეყანას აშენებენ ქოცები? მეწარმემ ხელისუფლებას უნდა კითხოს, პოლიტიკურად იაქტიურებს თუ არა. თან უტიფრად რომ იმეორებენ ბიზნესი თავისუფალიაო.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან – ეს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას ხელს შეუწყობს