მერაბ მეტრეველი: ტიპმა გიგაურის და ლომჯარიას შიშით ქვეყანაში დემოკრატიას დედა უტირა!

“რააჟდენას უთქვამს, ქართული “ფარა” იმ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ინდივიდებზეც გავრცელდება, ვისაც გაცხადებულო პოლიტიკური ინტერესი არ აქვს, მაგალითად გარემოს დაცვის, ან სხვა სფეროში მუშაობს, მაგრამ პოლოტიკურ საკითხებზეც აქტიურობსო.
ანუ მარტივად რომ ავხსნათ: დავუშვათ, ხართ მეფუტკრე, აიღეთ გრანტი ევროკავშირიდან თქვენი მეფუტკრეობის განსავითარებლად, მაგრამ ერთ დღეს ფეისბუკში კომენტარი დაწერე, სადაც ხელისუფლება გააკრიტიკე, ეს პოლიტიკურ აქტიურობად ჩაგეთვლება და მოგიწევს “უცხო ძალის აგენტად” დარეგისტრირებაო.
ხომ ხვდებით რამხელა სიგიჟეა და სადამდე მივიდნენ ეშმაკების დევნაში?!
იცით, ამას რატომ აკეთებენ? მათი ჭკუით, ამით იმას აზღვევენ, რომ ერთ დღეს, მაგალითად ეკა გიგაური მეფუტკრედ არ გადაკვალიფიცირდეს, ასე არ მოიზიდოს გრანტები და მერე როგორც მეფუტკრემ არ დაამხოს ბიძინა.
🙂
ტიპმა გიგაურის და ლომჯარიას შიშით ქვეყანაში დემოკრატიას დედა უტირა!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია