მერაბ მეტრეველი: სინამდვილეში ერთადერთი მიზანი ამ მოწმეების მიყვანის არის ის, რომ …

“საოცარ სამართალს ამკვიდრებს „ოცნება“ ქვეყანაში. ახალ მწვერვალებს იპყრობენ.
დაკავებული ბიჭების პროცესებზე მოყავთ მოწმეებად აქციებზე დაზარალებული პოლიციელები, რომელთაც ზოგს ქვა მოხვდა, ზოგს ჯოხი და ა.შ., რაც ძალიან სამწუხარო ამბავია, რა თქმა უნდა.
მაგრამ პროცესებზე ხდება საოცრება: ესენი ყვებიან ამ ამბებს, როგორ დაზიანდნენ და ა.შ. ბრალდებულები ეკითხებიან, ჩვენგან რომელიმემ გესროლათ ეგ ქვაო? არა, ეგ არ ვიცი, ვინ მესროლა არ დამინახავსო, პასუხობენ ეს პოლიცეილები.
ხომ ჩნდება მარტივი კითხვა: რა კავშირშია ეს დაზარალებული პოლიცლები ამ ბიჭებთან? რა აზრი აქვს ასეთი მოწმეების პროცესზე მიყვანას? სამართლებრივად მათ რა ფასი აქვთ? მათი ჩვენების საფუძველზე რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ? მათი ჩვენება როგორ დაეხმარება მოსამართლეს გაარკვიოს, ესა თუ ის პირი დამნაშავეა თუ არა, რადგან არცერთმა არ იცის, ვინ მიაყენა დაზიანება.
ბუნებრივია, არც არაფერი აზრი აქვს და ვერც ვერაფერში დაეხამრება.
სინამდვილეში ერთადერთი მიზანი ამ მოწმეების მიყვანის არის ის, რომ შექმნან განცდა, დაკავებულები ტყუილად კი არ სამრთლდებიან, აგერ ასეთი და ამდენი ძალდობაა ჩადენილიო. ეს არის ირაკლი კობახიძის მიერ რ2-ის ეთერში გაკეთებული აბსურდული განცხადების სამართლის სივრცეში და რეალურ ცხოვრებაში გადმოტანა. გამოდის, მან იმ ეთერში ფაქტორბივად ინტრუქცია გასცა, ეს პროცესები როგორ უნდა წარმართულიყო.
მ, რომელიც პროფესიით კონსტიტუციონალისტია, საოცარი რამე თქვა რ2-ის ეთერში: რომ გვეუნებიან, ეს დაკავებული ბიჭები არაფერ შუაში არიან და ტყუილად დაიჭირეთო, ასზე მეტი პოლიცელია დაშავებული და, აბა, ისინი ვინ დააზიანა, როგორ შეიძლება ამდენი დაზარალებული იყოს და დამნაშავე არ არსებობდესო?
თან კმაყოფილმა რამდენჯერმე გაიმეორა, რა მაგრი არგუმენტი ვთქვიო.
ანუ მისი ლოგიკით, რადგან ბუნებაში არსებობენ დაზარალებულები, რაც ნიშნავს, რომ დანაშაული ჩადენილია, გამოდის, შესაბამისად, არსებობენ დამნაშავეებიც, ამიტომ ლოგიკურია, რომ ვიღაცას ასამრთლებენ, რომ ვიღაცა ისაჯება. რას აპროტესტებთ?
კაცმა, რომელიც კონსტიტუციას გვიწერდა და რომელიც დღეს პრმიერ-მინისტრად მუშაობს და რომელიც სტუდენტებს ასწავლის, სამრთლის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი ამოაყირავა, რომ დანაშაულს დამტკიცება ჭირდება.
წარმოდიგინეთ, ასეთი რამე: ვიღაცამ ქუჩაში მოკლა კაცი, მკვლელი გაიქცა, მოვიდა პოლიცია, მიმოიხედა, დაგინახეს შენ იქვე ახლოს მიმავალი, გტაცეს ხელი და ჩაგსვეს ციხეში. შენ იძახი მე რა შუაში ვარო და ისინი გპასუხობენ: კაცი ხომ მოკლეს და შენ რისი თქმა გინდა, რომ არავინაა დამანაშვე? ვიღაცამ ხომ მოკლა? ჰოდა დაამტკიცე, რომ შენ არ მოგიკლავს.
აი, ეს არის სწორედ ორუელისეული სამყარო და კაფკას „პროცესი“ გაცოცხლებული ჩვენს სამშობლოში,” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.