მერაბ მეტრეველი: საერთოდ არ გრცხვენიათ არა, გოგოებო! ჩვენი გაშავების დავალება მიიღეთ და თქვენც პირნათლად ასრულებთ. ჩვენ ვართ პროპაგანდისტული მედია და თქვენ სიმართლის სამჭედლო?!

ორი დღეა “ოცნებას” ორგანიზებული შეტევა აქვს “პალიტრაზე”. გუშინ მდინარაძეს საკუთარი ფოტო არ მოეწონა და თავს დაგვესხა. ახლა “იმედმა” ეს ქარდი დადო.
თავი დავანებოთ იმას, რომ ამ შეხვედრაზე Palitranews საერთოდ არ ყოფილა (ჩვენი ჰოლდინგიდან მხოლოდ სააგენტო, “ინტერპრესნიუსი” იყო).
ამ ამბავში ყველაზე საინტერსო ისაა, რომ “იმედს” დღეს ხელმძღვანელობს ჩვენი ტელევიზიის ყოფილი მთავარი პროდიუსერი, მაკა ლომიძე.
ასევე რაღაც თანამდებობაზეა იქ ჩვენი ყოფილი დირექტორი, ინგა დადიანი
Maka Lomidze Inga Dadiani საერთოდ არ გრცხვენიათ არა, გოგოებო! ჩვენი გაშავების დავალება მიიღეთ და თქვენც პირნათლად ასრულებთ. ჩვენ ვართ პროპაგანდისტული მედია და თქვენ სიმართლის სამჭედლო?!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.