“ნიკა მელიას ასე და ამ ფორმით დაკავება კიდევ ერთი დასტურია, რომ ამ ქვეყანაში ხელისუფლებისთვის აღარ არსებობს არანაირი კანონი და არანარი ზღვარი.
წარმოიდგინეთ, რა გააკეთეს:
შსს-ს ცნობით, ნიკა მელია დაკავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.
ფაქტობივად ესაა ბრალდება, რითიც ყველა ჩვენგანის დაკავება შეუძლიათ, როცა მოუნდებათ. გაგაჩერებს პოლიცია რაღაც მოგონილი მიზეზით, მოგექცევა უხეშად, შენ რაღაცას შეეპასუხები და დაგიჭერენ. იტყვიან, წინააღმდეგობა გაგვიწია და შეურაცხყოფა მოგვაყენაო. რატომ გაგაჩერეს, საერთოდ აღარ აქვს მიზეზი. რომც არ შეეპასუხო და ყველაფერი მოითმინო, ტყუილს მოგიგონებენ და ვერაფრით დაამტკიცებ საწინააღმდეგოს, რადგან სასამრთლოზე პოლიციელის ჩვენება კანონია”, – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი.