მერაბ მეტრეველი: მერე გვიკვირს, ბიძინა ამდენი ხანი რატომაა ხელისუფლებაში

“ესე იგი, რადგან გაირკვა რომ “ფოტოგრაფების საქმის” ფიგურანტები, რომელთა დასაცავად დამოუკიდებელი ჟურნალისტები მაშინაც ქუჩაში ვიდექით, დღეს ქოცობენ და თავიანთ დაკავებულ, თუ ნაცემ კოლეგებს სოლიდარობას არ უცხადებენ ანუ ძალიან ცუდად იქცევიან (ეს რბილად რომ ვთქვათ), ამის შემხედვარე გამოდგნენ ნაცების მხარდამჭერები და ძველი პროპაგნდისტ-გამპრავბლბი, გაიხსენეს ძველი პროფესია და დაიწყეს ნაცების გამართლება: ხომ ხედავთ, ვინც წინა ხელისუფლებამ დაიჭერა ყველა ღირსი იყოო, ვინც ცემა ყველა საცემი იყოო და ვინც დაარბია ყველა დასარბრევი იყოო.
ხმამაღლა არ ამბობენ, მაგრამ ესენი ისეთი ნაროდია, დარმწუნებული ვარ, გულში ფიქრობენ, ვინც აწამეს ყველა საწამებელი იყო და ვინც მოკლეს, ყველა მოსაკლავი იყოო.
ამათზეა ზედგამოჭრილი, ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყესო.
თან ეს ის ხალხია, ვინც წლებია ბიძინას რეჟიმთან ბრძოლის არდშია.
მერე გვიკვირს, ბიძინა ამდენი ხანი რატომაა ხელისუფლებაში,” – წერს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – როდესაც ვსაუბრობთ მეგობრობაზე და პარტნიორობაზე, ეს უნდა იყოს ორმხრივი – ცალმხრივი არაფერი ვარგა და არ გამოვა – მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, პატივი სცენ ჩვენ ქვეყანას და ჩვენს დამოუკიდებლობას

ნიკა გვარამია – გასაგები იყო, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა სასამართლო და მერჩივნა, ჩემით მოვსულიყავი – პატრულს ვაცნობე, რომ აქ ვარ და ალბათ შემასახლებენ ამ ან სხვა ციხეში – „ქართულ ოცნებას“ ვუსურვებ, რომ უმძიმესი შეცდომები დაუშვას