„პალიტრანიუსის“ წამყვანის, მერაბ მეტრეველის განცხადებით, მეხუთე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და სხვადასხვა მედიის მენეჯერების შეხვედრაზე საუბარი იყო მთავარ საკითხებზე: თუ რა პრობლემა აქვს ზოგადად მედიას ქვეყანაში და ასევე, ჟურნალისტ მზია ამაღლობელის შიმშილობის შესახებ.
„მთავარი, ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვს მედიას ზოგადად. ყველა მედიამ თავის პრობლემაზე ისაუბრა და ზოგად პრობლემებზე, რაც არის – ხელისუფლება ცდილობს, რომ მოახრჩოს მედია. ამას ხომ პირდაპირ ამბობს – კანონს მიიღებს, დაფინანსების ყველა წყაროს ამოქოლავს. პირდაპირ გვეუბნებიან, რომ დაფინანსების ერთადერთი წყარო უნდა იყოს მათი, ხელისუფლების ფული, რომელიც წავა სახელისუფლებო მედიებში და მორჩა. როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, მათი მიზანი ეს არის.
ასევე, მთავარი რაზეც ვისაუბრეთ, არის მზია ამაღლობელის საკითხი. ეს ადამიანი უკვე თვეზე მეტია შიმშილობს და უკვე დღეების, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ხელისუფლებას უბრალოდ ადამიანობაც კი არ აქვს, რომ ქალს, რომელიც თავისი ღირსების გამო შიმშილობს იმიტომ, რომ პოლიციის უფროსმა ასეთი შეურაცხყოფა მიაყენა, ამ ადამიანს უბრალოდ ჯიბრში არ ჩაუდგეს. ხომ არ ვითხოვთ, რომ გინდა თუ არა საქმე დღესვე შეწყდეს, ვამბობთ იმას, რომ რა საჭიროა წინასწარი პატიმრობა. ხომ შეიძლება გირაოთი იყოს ეს ადამიანი გარეთ და კი ბატონო, გაგრძელდეს გამოძიება, ამაზე მერე ვისაუბროთ, მაგრამ ამაზეც კი უკან არ იხევენ, ჯიბრში უდგანან ადამიანს, მზად არიან, რომ ადამიანი მოკვდეს ოღონდ ერთი ნაბიჯითაც უკან არ დაიხიონ. რაიმე ადამიანობაც გამოიჩინონ, ესეც არ უნდათ“-განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2025/02/a34a4b77-37ea-4860-890c-a64f948fccdc_w1200_r1-DenJcz-300x169.jpeg)