მერაბ მეტრეველი: მორალს რომ გვიკითხავს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ერთიანობა? (ვიდეო)

რომ მორალს უკითხავს ვიღაც-ვიღაცებს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა?, – ამის შესახებ ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა.

მისი თქმით, “სწორედ მმართველმა გუნდმა გააკეთა ის, რომ ქვეყანა 2 ნაწილად გაყო და ხალხი ერთმანეთთან დააპირისპირა.“

ირაკლი რომ მორალს უკითხავს ვიღაც-ვიღაცებს, ვინ გარია პოლიტიკა და სპორტი ერთმანეთში, ვინ ჩაგვაშხამა ეს ერთიანობა, ვინ გაყო საქართველო 2 ნაწილად, ვინ მოკლა საქართველოში სიხარული 2 დღეში, ჩვენ გავაკეთეთ ეს? ან ოპოზიციამ? ეს ხომ ხელისუფლებამ გააკეთა, მაშინ როცა მთელი ქვეყანა პოლიტიკაზე საერთოდ არ ფიქრობდა, დარაზმული იყო ამ ხალხის ირგვლივ, ამ ბიჭების სიყვარულით ცხოვრობდა, ევროპის ჩემპიონატს ელოდებოდა, გამოვიდნენ და თავიანთი სიტყვა, კანონს რომ გავიტანთ, აღარ შემოვიტანთო, ამ დიდი გამარჯვებიდან რამდენიმე დღეში ეს რუსული კანონი უკან შემოაბრუნეს. ქვეყანა გაყვეს ორად და ერთამენთს დაუპირისპირდნენ,- განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ლაპიაშვილი: ქართველების გადახდილი გადასახადებით, ანუ საბუჯეტო სახსრებით კონკრეტულად რას უპირებენ საქართველოს მომავალ თაობებს, უნდა დეტალურად თქვან. სხვა შემთხვევაში, ეჭვები “კეთილ სურვილებთან” უფრო გაღრმავდება

“გამოდის რომ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენა უნდა გვაზეიმონ. შაჰ აბასმა ლაშქრობების დროს ნახევარი საქართველო ააოხრა და კახეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ძალადობრივად გადაასახლა ირანში”