მერაბ მეტრეველი: იმას, რაც დღეს მოხდა, სხვანაირად ვა-ბანკზე წასვლა ქვია

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:

იმას, რაც დღეს მოხდა, სხვანაირად ვა-ბანკზე წასვლა ქვია. ვა-ბანკი კი იმიტომაა ვა-ბანკი, რომ თუ იგებ, ყველაფერს იგებ და თუ აგებ, ყველაფერს აგებ.
კრიტიკა ყველასი და ყველაფრის საჭიროა და მოსულა, მით უმეტეს, როცა რაღაც არ გამოდის დამნაშავეს ეძებს ყველა და მეც ბევრი კითხვა მაქვს ორგანოზატორებთან, მაგრამ ორგანიზატორებზე როცა ვისაუბრებთ, ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ნაბიჯით მათ პირველ რიგში საკუთარი თავი დააყენეს უდიდესი საფრთხის ქვეშ. თუ ეს პროცესი არაფრით დასრულდა, ყველას მრავალი წლით გამოკეტავს “ოცნება” ციხეში; ერთი და ორი წლით ნამდვილად არა.