ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
როდესაც ორშაბათს მზიას მოსამრთლემ განაჩენი არ გამოაცხადა და დღეისთვის გადმოდო, დიდხანს ვფიქრობდი, რატომ ქნეს ეს (კითხვა მრავლობითში იმოტომაა, რომ ვიცით, მოსამრთლე არაფერს წყვეტს), მაგრამ პასუხი არ მქონდა.
პროცედურულად ამის აუცილებლობა არ იყო. ყველაფერი გავლილი და მოსმენილი იყო, მხოლოდ განაჩენი რჩებოდა. რა აუცილებლობა იყო, მზია კიდევ ერთხელ ეწვალებინათ რუსთავი-ბათუმის გზაზე? რას აძლევდათ მათ ეს გადადება?
გიორგი ახობაძის გამართლების შემდეგ ყველაფერი ცხადი გახდა, პაზლი დალაგდა: ცხადია, იმოტომ გადმოდეს მზიას პროცესი, რომ უნდოდათ ეს ორი განაჩენი ერთ დღეს გამოცხადებულიყო.
გინდა გადაფარვა დაარქვით ამას, გინდა დაბალანსება. სხვა ახსნა არ არ არის. ასე თამაშობს “ოცნება” ადამიამების ბედით: როცა უნდათ დაგიჭერენ და უმძიმეს მუხლს მოგიყენებენ, როცა უნდათ გამოგიშვებენ, ან გადაგიკვაკიფიცირებენ. უბრალოდ, ახობაძეს ისეთ რამეს ედავებოდნენ იქ მზიას განაჩენივითთ შუალედურ გადაწყვეტილევას ვერ მიიღებდნენ (8-დან 20 წლამდეა მუხლი), ან მრავალი წლით უნდა ჩაესვათ ან გამოეშვათ.
ვულოცავ გიორგის თავისუფლებას!
ახლა მთავარი კითხვაა: თუ მას ნარკოტიკი არ ქონდა, აბა, ჩაუდეს? 

P. S. სხვა ვარიანტი ისაა, რომ ახობაძის მოსამრთლე, რომეო ტყეშელაშვილი აჯანყდა. მე მზად ვარ, ვისაც გჯერათ გაგატაროთ.