მერაბ მეტრეველი: …ანუ თქვენი შვილის მკვლელობას გმირობის ხათრით მაპატიებთ?

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
,,ორი დღეა ვკითხულობ ცნობილი თუ უცნობი ნაცების პანეგირიკებს რომა შამათავაზე და შოკში ვარ.
კიდევ ერთხელ ვრწმუნდები რომ ამ ხალხს მე ვერასდროს გავუგებ, რომ მათ არასდროს არაფერი ეშველებათ და რომ სწორედ ისინი არიან ივანიშვილის ყველაზე დიდი მოკავშირეები დღეს (ან სასარგდბლო იდიოტები).
რომა შამათავა გმირია, ასე და ასე ებრძოდა საქართველოს მტერს, ასე და ასე კლავდა სეპარტისსტებს, მათ ტერიტორიაზე ოპერაციებს ატარებდა და როგორ შეიძლება ის დამნაშავე ყოფილიყოო.
ამას წერს ხალხი, ვისაც თითქოს წიგნები წაუკითხავს, გონება უჭრის, უტვინო არაა. ამიტომ კიდევ ორმაგად გულდასაწყეტია ეს ყველაფერი. 🙁
ხალხო, რა შუაშია ერთმანეთთან გმირობა და დამნაშე-უდანაშაულობის საკითხი? რა კავშირი აქვს ამ ორ საკითხს ერთმანეთთან? ვინ გითხრათ, რომ გმირობა დანაშაულს გამორიცხავს? ეს საიდან მოიტანეთ? ვინ გითხრათ, რომ არ შეიძლება ადამიანი ერთდროულად იყოს გმირიც და დამნაშავეც?
წარმოიდგინეთ, მე გავხდი ქვეყნის მმართველი და ისეთი ჭკვიანური პოლიტიკა გავატარე, რომ  და სამაჩაბლო დავიბრუნე და საქართველო გავაერთიანე. ხომ ვიქნები ეროვნული გმირი? ჩემზე დიდი გმირი ვინმე იქნება? არა ხომ? ჰოდა, მე, ამ ეროვნულმა გმირმა ერთ დღეს საკუთარი ხელით რომ მოვკლა თქვენი შვილი, თქვენ გამოხვალთ და იტყვით, ეგ გმირია, დამნაშავე ვერ იქნება და როგორ შეიძლება მისი ციხეში ჩასმაო ანუ თქვენი შვილის მკვლელობას გმირობის ხათრით მაპატიებთ?
ამ ნაცებს საერთოდ როგორ გაქვთ ტვინები მოწყობილი ამიხსენით? რითი აზროვნებთ? რომ გაიძახით, მასე კლავს მოსადი და სხვა სპეცსამსახურები ქვეყნის მტრებსო, ხვდებით მაინც რამხელა სისულელს ამბობთ?
მოსადი და სხვა სპეცსამსახურები ასეთ ოპერაციებს ატარებენ მტრის ტერიტორიაზე, სადაც ს მართლმსაჯულებას ხელი ვერ მიუწვდება.
როცა შენი ქვეყნის მტერი, ან მოღალატე, შენი მართლმსაჯულებისთვის მიუწვდომელია, მაშინ ხდება ასეთი რაღაცები, მაგრამ როდესაც მტერი, ან მოღალატე შენს კონტროლირებად ტერიოტრიაზეა, წინააღმდეგობას ვერ გიწევს, ვერც გემალება, მარტივად შეგიძლია დააკავო და გაასამრთლო, მისი მკვლელობა სად გაგონილა? რომელ სამრთლებრივ სახელმწიფოში ხდება ასეთი რამე? ასეთ საქციელს, რა კავშირი აქვს საერთოდ გმირობასთან?
მაგალითებით რომ ავხსნა: აფხაზი კანჯი-ოღლი, რომელმაც კაცი მოგვიკლა კამერების წინ არის ჩვენი მტერი და დადასტურებულად დამნაშავე, მაგრამ მას ჩვენ ვერ ვასამრთლებთ, რადგან სეპარატისტული რეჟიმი იფარავს, შესაბამისად თუ მას ქართული სპეცსამსახურები მტრის ტერიტორიაზე მიწვდება, ეს იქნება გამართლებულიც და გმირობაც,
მაგრამ როდესაც შენ სვანეთში მცხოვრებ ერთ მეტყევეზე გიჩნდება ეჭვი, რომ ის რაღაც ინფორმაციებს აწვდიდა რუსებს (მეტყევე ასეთ რა ინფორმაციებს ფლობდა, არ ვიცი, მაგრამ დავუშვათ ასეა), იჭერ მას, შეგიძლია გაასამრთლო, დაადგინო მართლა დამნაშავეა თუ არა ანუ შენს ხელშია, ვერსად გაგექცევა და შენ ყოველგვარი გმოიძიების და გასამრთლების გარეშე მას სიკვდილს უწყვიტავ, ზღვაში გაგყავს, კისერზე ლოდს აბამ, თავში ესვრი და ნავიდან აგდებ, რა შუაშია ამასთან მოსადი და “ფაუდა” თქვენ მართლა სულ ხომ არ გამო@@ევდით?!
თან რომა შამთავას ბრალდებაში ასეთი რამდენიმე საქმეა, ერთი კი არა.
P. S. რომა შამათავა ნამდვილად კარგი მებრძოლი იყო, შეიძლება გმირიც, მაგრამ ეს მის დამნაშავეობას საერთოდ არ გამორიცხავს. ამ ლოგიკით ნუ ამრთლებთ. ერთადერთი შეგიძლიათ ქოცების პროკურატურაზე და სასამრთლოზე აპელირება, რამდენად სწორად გამოიძიეს, რამდენად სამრთლიანად გაასამრთლეს და ა.შ. ეს კითხვები შეიძლება ლეგიტიმური იყოს, მაგრამ გმირია და ხელი როგორ ახლეთო, არის სრული სიგიჟეა და მავნებლობა.“