მერაბ კოკოჩაშვილი 90

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 21 მარტს ხელოვნების სასახლე-კულტურის ისტორიის მუზეუმში მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიმართა, რომლის პარალელურად, უკვდავთა თაღში რეჟისორის ხელის ანაბეჭდი გაიხსნა.
60-იანი წლების ქართული კინოს ერთ-ერთ ლიდერს, ეროვნული კინოკლასიკის შედევრად აღიარებული ფილმის “დიდი მწვანე ველის” (1964) ავტორს, მერაბ კოკოჩაშვილს, 90 წელი შეუსრულდა.


ხელოვნების სასახლეში, გამოფენილია რეჟისორის შემოქმედების ამსახველი ფოტო მასალები, აფიშები კინო ფილმებიდან, ესკიზები, საოჯახო ფოტო სურათები და ხელნაწერები.
გამოფენაზე წარმოდგენილი ფოტო მასალები და ხელნაწერები ასახავს რეჟისორის შემოქმედების მრავალფეროვნებას – მისი ვირტუოზულ კინოსარეჟისორო უნარებსა და განვლილ კარიერულ გზას.

“დიდ პიროვნებას, ცნობილ კინორეჟისორს, გამოჩენილ ხელოვანსა და საზოგადო მოღვაწეს, ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს, გულითადად ვულოცავთ დაბადების საიუბილეო თარიღს.

თქვენ ბრძანდებით ჩვენი თანამედროვეობის უთვlასაჩინოესი წევრი, მრავალთათვის მაგალითის მიმცემი, თაობათა აღმზრდელი…
შევთხოვ უფალს, მოგანიჭოთ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, კვლავაც ნათელი გონება და ძალა სადიდებლად ღვთისა და მსახურებად ქვეყნისა.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი
21.03.2025″
News.ge ულოცავს ბატონ მერაბ კოკოჩაშვილს იუბილეს და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს! 

ასევე დაგაინტერესებთ

გელა მთივლიშვილი: ხომ წარმოუდგენელია, რუსულმა რეჟიმმა, რომელიც კორუფციაში იხრჩობა და მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, ნებართვა გასცეს საკუთარი დანაშაულების მხილებაზე, რომ კი, მილიონები მოვიპარე

გიგი უგულავა – „ოცნებას“ ძალიან უნდა შეგვათრიოს ადგილობრივ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია მათი სურვილი, რისი დამთმობები არიან – დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ