მერაბ ვასაძე: ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტია რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის

ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტი არის ზუსტად რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის, – ამის შესახებ შპს „ვასაძის პურის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა, მერაბ ვასაძემ სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ, როგორც ქართული კომპანია, რომელიც ძალიან დიდი ხანია ვვითარდებით, ძალიან სერიოზულ ინვესტიციებს ვდებთ წარმოებაში. ვქმნით და ვყიდულობთ ისეთ დანადგარებს, რომლის ანალოგები საქართველოში არ არის. ჩვენი ძირითადი კონკურენტი უკვე არის , , თურქეთი, რომლის მოსახლეობაც ძალიან კარგად იცით, რომ არის 10-20-ჯერ დიდი. თანამედროვე დანადგარი ვიყიდე, ჩინურით ვერ მიიღებ იმ ხარისხს, რომელიც მათ კონკურენციას გაუწევს. ვიყიდეთ ავსტრიული დანადგარი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, მაგრამ მე ვერ ვიყიდი ისეთ დანადგარს, რომელსაც იყიდის , რომელსაც 160 მილიონიანი მომხმარებელი ჰყავს. შედარებით იაფი ვიყიდე. ახლა ვერც მათ პროდუქტს გავუწევ კონკურენციას, რადგან ფქვილს, შაქარს, ზეთს ჩვენზე იაფად ყიდულობენ. ქართულ ბაზარზე ჩვენი ძირითადი კონკურენტი არის ზუსტად რუსული, უკრაინული და თურქული საქონელი, რომელიც უფრო იაფად შემოაქვთ და ინტერესი იმის, რომ ჩვენი პროდუქცია დახლზე იდოს, ფაქტობრივად, აღარ არის. ერთ-ერთმა უდიდესმა ქსელმა, რომელმაც გააერთიანა დაახლოებით 1300-დან 1500 მაღაზიამდე, გვითხრა, თქვენ თავისუფალი ხართო, ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე“, – განაცხადა მერაბ ვასაძემ.

მისი თქმით, საჭიროა რეგულაციების დაწესება ქსელური მაღაზიების მიმართ.

„ჩვენ ძალიან დიდი კრედიტები გვაქვს აღებული, უზარმაზარ შემოსავალს ვკარგავთ იმით, რომ ქსელმა უარი გვითხრა. მას ექსკლუზივი იმიტომ სჭირდება, რომ კონკურენტი მუდმივი წნეხის ქვეშ ჰყავდეს- „იცი რა, დააშავებ? მე შენ გაგიშვებ და მეორეს მივიღებ“. ვფიქრობ, თუ რაღაც რეგულირება არ იქნება ქსელურების მიმართ, რაც დრო გავა, უფრო უარესს პირობებში ჩავვარდებით. ვერანაირ ფასს ვერ გააჩერებ, თუ რეგულაციები არ დაწესდება“,-განაცხადა ვასაძემ.