მერაბ დვალიშვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს

MMA-ის მებრძოლს მერაბ დვალიშვილს ამერიკის მოქალაქეობა მიანიჭეს, ამის შესახებ მებრძოლმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“თითქმის უკვე 12 წელია რაც ამერიკაში ვცხოვრობ.
დღეს ოფიციალურად მომანიჭეს ამერიკის მოქალაქეობა. არ იყო ადვილი თავის დამკვიდრება ამ ქვეყანაში მაგრამ შრომითა მოთმინებით ყველა დაბრკოლება გადავლახე და ბევრი რამ ვისწავლე. რისთვისაც მადლიერი ვარ ამ ქვეყნის”, -წერს დვალიშვილი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე.