მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ყველა წონის გაერთიანებულ რეიტინგში მეორე ადგილზე გადაინაცვლა
8 ივნისს ნიუ ჯერსიში ჩატარებული ღონისძიების შემდეგ UFC-იმ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა, სადაც მერაბ დვალიშვილი მეორე ადგილზეა.
დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი მესამე რაუნდში მახრჩობელა ილეთით დაამარცხა და ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა.
რეიტინგში მეორე ადგილი დვალიშვილის კარიერაში საუკეთესო მაჩვენებელია. ის ახლა მხოლოდ ისლამ მახაჩევს ჩამორჩება, რომელმაც მსუბუქი დივიზიონი დატოვა და ქვესაშუალო წონის ქამრისთვის იბრძოლებს.
გაერთიანებულ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ილია თოფურიამ, ადრე ის მესამე იყო, თუმცა 29 ივნისს მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლაში ჩარლზ ოლივეირასთან გამარჯვების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, რეიტინგში კვლავ დაწინაურდება.
UFC-ის ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P):
· ისლამ მახაჩევი ()
· მერაბ დვალიშვილი (საქართველო)
· ჯონ ჯონსი ()
· ილია თოფურია (საქართველო)
· დრიკუს დუ პლესი (სამხრეთ აფრიკა)
· მაგომედ ანკალაევი ()
· ალექსანდერ ვოლკანოვსკი (ავსტრალია)
· ჯეკ დელა მადალენა (ავსტრალია)
· ალექს პერეირა (ბრაზილია)
· ალექსანდერ პანტოჟა (ბრაზილია)
· ტომ ასპინალი (ინგლისი)
· მაქს ჰოლოუეი ()
· ბელალ მუჰამედი (აშშ)
· ჩარლზ ოლივეირა (ბრაზილია)
· არმან ცარუკიანი (სომხეთი)

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში