აშშ-ში, ნიუარკის Prudential Center-ში, UFC – 316-ის ღონისძიებაზე ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ოქტაგონზე ამერიკელ შონ ო’მალის დაუპირისპირდა. ბრძოლა მერაბის გამარჯვებით დასრულდა და მან MMA-ის ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ტიტული მეორედ შეინარჩუნა.
მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი გასულ წელს სწორედ შონ ო ‘მალის დამარცხებით მოიპოვა. 34 წლის მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეთორმეტე ბრძოლა მოიგო.
მერაბ დვალიშვილმა ჩემპიონის ქამარი პირველად იანვარში დაიცვა. მან რუსეთის სახელით მოასპარეზე უმარ ნურმაგომედოვს სძლია.
