მერაბ დვალიშვილი UFC-ში შემდეგ ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს

მერაბ დვალიშვილი UFC-ში შემდეგ ბრძოლას ტიტულისთვის გამართავს. ინფორმაცია ამის შესახებ UFC-ს პრეზიდენტმა ღონისძიების შემდგომ პრესკონფერენციაზე დაადასტურა.
დღეს, 18 თებერვალს UFC-ში გამარჯვება ორმა ქართველმა მებრძოლმა იზეიმა. მერაბ დვალიშვილმა ჰენრი სეხუდო დაამარცხა, ილია თოფურია კი პირველი ქართველი გახდა, რომელმაც UFC-ში საჩემპიონო ქამარი მოიპოვა. დვალიშვილმა მეორე რაუნდში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლის შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა UFC-ს პრეზიდენტს, დანა უაითს ჰკითხეს მიიჩნევდა თუ არა, რომ მერაბ დვალიშვილიც იმსახურებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლას, რაზეც უაითმა განაცხადა, რომ მერაბი დღეს არაჩვეულებრივად იბრძოდა და ის სიაში შემდეგია.