მერაბ დვალიშვილი UFC-ს ისტორიაში მეცხრე მებრძოლია, რომელმაც ზედიზედ 13 ბრძოლა მოიგო

მერაბ დვალიშვილი UFC-ს ისტორიაში მეცხრე მებრძოლია, რომელმაც ზედიზედ 13 ბრძოლა მოიგო
მერაბ დვალიშვილმა UFC 313-ზე სუპერსმუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში ამერიკელი შონ ო'მალი დაამარცხა.
აღნიშნული გამარჯვებით დვალიშვილმა დივიზიონის ქამარი კარიერაში მეორედ დაიცვა. 34 წლის ქართველი ჩემპიონი გასული წლის სექტემბერში ლას ვეგასში სწორედ შონ ო'მალის ძლევის შემდეგ გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება დვალიშვილისთვის UFC-ში ზედიზედ მე-13 იყო. მსგავსი მაჩვენებელი ორგანიზაციის ისტორიაში მხოლოდ ცხრა მებრძოლს აქვს. ესენი არიან – ანდერსონ სილვა (16), ისლამ მახაჩევი (15), კამარუ უსმანი, ჟორჟ სენ-პიერი, ჯონ ჯონსი, დემეტრიუს ჯონსონი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, მაქს ჰოლოუეი და მერაბ დვალიშვილი (13). ყველა მათგანი UFC-ს ჩემპიონი იყო და შერეული ორთაბრძოლების ლეგენდად მიიჩნევა.
ქართველი მებრძოლის შეხვედრას -ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ მიქელაძე: მე, ისევე როგორც სხვებს, მჯერა, რომ უწმინდესისა და უნეტარესის ადგილს დაიკავებს ის ეპისკოპოსი, რომელიც ილია მეორემ, ჩემმა პატრიარქმა საკუთარი გზის გამგრძელებლად შერაცხა

თორნიკე ჭეიშვილი გახარიას პარტიის ინიციატივაზე: გეყოთ იმის სითამამე თქვათ, რომ თქვენი პროექტის მიხედვით, “მოლოტოვის კოქტეილის” მსროლელიც პოტენციურად დაქვემდებარებულია ამნისტიას – ეს იმ კამპანიიდან არის, ზოგიერთი დიპლომატიური მისია რომ ცდილობდა “მოლოტოვის კოქტეილის” სროლის რომანტიზებას