მერაბ დვალიშვილი UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდება

UFC-ის ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი 15 სექტემბერს საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო’მალის დაუპირისპირდება, ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის პრეზიდენტმა დანა უაითმა დაადასტურა.
ო’მალი ამჟამად სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონია. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება.
ამრიგად, თუ დვალიშვილი ო’მალის დაამარცხებს, იგი გახდება მეორე ქართველი მებრძოლი, რომელიც UFC-ში საჩემპიონო ქამარს დაეუფლება.