მერაბ დვალიშვილი: სახელმწიფოსგან მიღებულ მილიონ ლარს ქველმოქმედებაში დავხარჯავ

მერაბ დვალიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ მილიონ ლარს საქართველოში სპორტის განვითარებაში დახარჯავს. ამის შესახებ მან დღეს განაცხადა.
“ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილია თოფურიასაც გადმოგვცემს მილიონ ლარს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა. ამ თანხას სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, რაც მქონდა, რათა საქართველოში MMA განვითარდეს.
მადლობა სახელმწიფოს და ამ საჩუქარს სრულად მოვახმარ ქველმოქმედებას, MMA-ს და სპორტის განვითარებას საქართველოში, იმისათვის რომ მეტი UFC ქამარი, პრიზები და წარმატებები გვქონდეს ამ სპორტში, ჭიდაობაში, ჯიუჯიცუში და ა.შ.” – აღნიშნა UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით UFC-ის ქართველს ჩემპიონებს, მერაბ დვალიშვილსა და ილია თოფურიას მილიონ-მილიონ ლარს გადასცემს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამის შესახებ ირაკლი კობახიძის განცხადება საქართველოს მთავრობის ფეისბუკ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)