მერაბ დვალიშვილი აშშ-ში ავარიაში მოყვა – როგორია ქართველი მებრძოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა [VIDEO]

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ნიუ-იორკში ავარიაში მოყვა. ქართველმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ სოცქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ინციდენტის კადრები ჩანს.
სპორტსმენი Uber-ით გადაადგილდებოდა, როდესაც მისი მანქანა, სხვა 4 ავტომობილთან ერთად, საგზაო შემთხვევის მონაწილე გახდა.
მერაბის თქმით, ის არ დაშავებულა და კარგადაა.