“მერაბს უსამართლოდ ექცევიან, ეს სწორი არ არის” – ალჯამეინ სტერლინგი

2025 წლის 19 იანვარს, UFC-ის სუპერმუსბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
აღნიშნული ბრძოლის შესახებ, ამავე წონის ყოფილმა ჩემპიონმა და მერაბ დვალიშვილის მეგობარმა ალჯამეინ სტერლინგმა Youtube-ზე არიელ ჰელვანისთან ინტერვიუში ისაუბრა.
სტერლინგის თქმით, მერაბი რუს მებრძოლს აუცილებლად დაამარცხებს.
“ჩხუბისთვის მოსამზადებლად მებრძოლებს მხოლოდ ექვსნახევარი კვირა აქვთ, მერაბი იძულებული გახდა, რომ ამ პირობებს დათანხმებოდა. ჩემპიონს მსგავსი რაღაცების გაკეთება არ უნდა უწევდეს, ეს სწორი არ არის და მას უსამართლოდ ექცევიან.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ იქ მაინც წავალთ და მერაბი თავის
საქმეს გააკეთებს. დარწმუნებული ვარ, დვალიშვილი ნურმაგომედოვის დაუმარცხებელ სერიას დაასრულებს, მორიგ გამორჩეულ ბრძოლას შემოგვთავაზებს და შემდეგ უკვე სხვა პრეტენდენტებზე ვიფიქრებთ”, – განაცხადა სტერლინგმა.
შეგახსენებთ, მერაბის ანგარიშზე MMA-ში 18 გამარჯვება და 4 მარცხია, ასევე 18 გამარჯვება აქვს ნურმაგომედოვს, რუსი მებრძოლი ჯერჯერობით დაუმარცხებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში