2025 წლის დასაყისში მერაბ დვალიშვილმა სრულიად საქართველოს დიდი საჩუქარი გაუკეთა, როცა რუსი მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარი წარმატებით დაიცვა.
შემდეგ იყო ალექსანდრე თოფურია, რომელსაც 3 კვირის წინ UFC-ში დებიუტი კოლბი თიქნესთან ჰქონდა, რომელშიც ქართველმა ძალიან დამაჯერებელი გამარჯვების მოპოვება მოახერხა და UFC სამყაროში ძალიან დიდი განაცხადით შეაბიჯა.
საბედნიეროდ, მერაბის და ალექსანდრეს ეს გამარჯვებები მხოლოდ დასაწყისია და 2025 წელი შერეულ ორთაბრძოლებში საქართველოსთვის ძალიან დატვირთული იქნება.
როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ მერაბ დვალიშვილი apeople-ს ოფისს ესტუმრა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად თავის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მის სრულ ინტერვიუს და ცალკეულ საინტერესო ციტატებს შეგიძლიათ adjarabetarena.com-ზე გაეცნოთ, აქ კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ქართველის თქმით, წლის ბოლომდე კიდევ ორ ბრძლას ჩაატარებს – ერთს ივნისში, შონ ო’მალის ან პიოტრ იანის წინააღმდეგ, მეორეს კი ნოემბერში ან დეკემბერში. დვალიშვილის თქმით, ყველაფერში საბოლოო სიტყვა UFC-ზეა.
თუმცა, MMA ამბები საქართველოსთვის წელს მერაბით ნამდვილად არ შემოიფარგლება – დაახლოებით ერთ თვეში ოქტაგონზე ბრუნდება რომან დოლიძე, რომლის მეტოქეც 31 წლის იტალიელი მარვინ ვეტორი იქნება, რომელსაც ქართველი 2023 წლის მარტში ერთხელ უკვე დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა. მაშინ, ბრძოლა სამრაუნდიანი იყო და ბევრის აზრით, გამარჯვება რომანს ეკუთვნოდა, თუმცა ეს უკვე წარსულია და ახლა დოლიძეს სრულფასოვანი რევანშის შანსი მიეცა.
დოლიძის და ვეტორის დაპირისპირება ღონისძიების მთავად ბრძოლად არის გამოტანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ხუთრაუნდიან შერკინებას ვიხილავთ, რომელიც, იმედია, ქართველის გამარჯვებით დასრულდება.
ამოსუნთქვის საშუალება არ გვექნება ამის შემდეგაც – აპრილში ოქტაგონს 9-თვიანი პაუზის შემდეგ გიგა ჭიკაძეც დაუბრუნდება, რომელმაც თავისი უკანასკნელი ბრძოლა 2024 წლის ივლისში გამართა და არნოლდ ალენთან დამარცხდა. ამჟამად ქართველის მეტოქე დავიდ ონამა იქნება.
როგორც adjarabetarena-სთან საუბარში მერაბ დვალიშვილმა თქვა, ჭიკაძის ამჟამინდელი მეტოქე დგომის მოჩხუბარეა, რაც ქართველს ხელს უწყობს და გამარჯვების შანსს ზრდის. UFC-ში ზედიზედ 7 მოგების შემდეგ, ჭიკაძე ბოლო 3 ბრძოლაში 2-ჯერ დამარცხდა და ახლა იდეალური შანსია იმისთვის, რომ ფორმის აღდგენის გზაზე პირველი ნაბიჯი გადადგას.
სიახლეებია ილია თოფურიასკენაც, რომელმაც ოფიციალურად გადაწყვიტა გაათავისუფლოს თავისი საჩემპიონო ქამარი ქვე-მსუბუქ წონაში და დივიზიონი შეიცვალოს – ამიერიდან, თოფურია მსუბუქი წონის დივიზიონში იასპარეზებს. ვინ იქნება მისი ახალი მეტოქე ჯერ უცნობია. იწერება, რომ UFC მისი და მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლის მოწყობას ცდილობს, თუმცა ჯერჯერობით დაღესტნელი უარზეა. უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ფაქტი ის არის, რომ უახლოეს რამდენიმე თვეში ილიასაც მოუწევს ჩხუბი – თუ მახაჩევთან არა, მსუბუქი წონის რომელიმე სხვა ჩემპიონობის კონტენდერთან მაინც.
რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც ქართულ MMA-ზე და ზოგადად UFC-ზე უნდა იცოდეთ, შეგიძლიათ adjarabetarena-ზე იხილოთ, სადაც ასევე უსწრაფესად განთავსდება ილიას და მერაბის მომავალი მეტოქეები, როგორც კი ეს გაირკვევა.
უნდა ველოდოთ სიახლეებს ალექსანდრე თოფურიას მომავალ მეტოქეზეც. დიდი ალბათობით, ილიას უფროსი ძმაც წლის ბოლომდე კიდევ მინიმუმ ერთხელ მოისურვებს ჩხუბს და ვნახოთ, რას უმზადებს მას UFC ამჯერად. თავად ალექსის თქმით, ის ნებისმიერი მეტოქისთვის მზად არის, მათ შორის უკვე ისეთი ცნობადისთვისაც, როგორიც ჰენრი სეხუდოა.
