“მერაბის ვარიანტს განვიხილავ, ჩავნიშნოთ ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს” – UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა დვალიშვილი გამოიწვია
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ჩემპიონს, ალეშანდრე პანტოჟას ამავე ორგანიზაციის სუპერ მსუბუქ წონითი დივიზიონის ქართველ ჩემპიონ მერაბ დვალიშვილთან ბრძოლა სურს.
ამის შესახებ ბრაზილიელმა The Fight Bananas Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
“მერაბთან ბრძოლა და მეორე საჩემპიონო ქამრის მოპოვება ნამდვილად მსურს. თუ შანსს მომცემენ, ეს ძალიან კარგი იქნება. სიმართლე გითხრათ, ეს იდეა ხალხმა გააჟღერა და ამ ამბავს მეც მოუთმენლად ველოდები.
ჩემი აზრით, მერაბთან თანაბარი შანსი მექნება, თავდაპირველად ო’მალისთან ჩხუბი მინდოდა, რადგან მან ჩემზე რაღაც ცუდი თქვა, ახლა კი მერაბის ვარიანტს განვიხილავ.
ვფიქრობ, რომ დვალიშვილთან
ფავორიტი ვიქნები, კარგი გრემპლერი ვარ, ჩემი ჯიუ-ჯიცუთი უკმაყოფილო არ ვარ. ვიცი პარტერში როგორ ვიმოძრაო და ამ მხრივაც პრობლემები არ მექნება. ეს ბრძოლა ჩემს ქალაქში ჩავნიშნოთ და თვითმფრინავით მგზავრობაც არ მომიწევს. ამას UFC-ის აუცილებლად ვთხოვ”, – განაცხადა პანტოჟამ.
შეგახსენებთ, MMA-ის კარიერაში პანტოჟას 34 ბრძოლიდან 29 გამარჯვება აქვს მოპოვებული. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილს, ქართველის ანგარიშზე 19 გამარჯვება და 4 მარცხია.